пятница, 19 декабря 2008 г.

ადამიანთა საცხოვრებელი.
1. პროექტის სახელი: ,,ადამიანთა საცხოვრებელი’’
2. პროექტის მოკლე აღწერა/1-2 წინადადებით: მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში განსხვავებული ტიპის საცხოვრებელი სახლების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცნობა.
3. პროექტის სრული აღწერა: ადამიანი მთელს მსოფლიოში საცხოვრებლად და თავის დასაცავად სახლს იშენებს, მშენებლობისას ითვალისწინებენ Qჰავას, განსხვავებულია ცხელი და ცივი ქვეყნების სახლები, არსებობს ე.წ. ,,მოგზაურთა სახლები”, ,,მცურავი სახლი”, ,,ყინულის ქოხი” და სხვა.
მოსწავლეებმა უნდა მოიძიონ და გაეცნონ სხვადასხვა ადგილებში გავრცელებულ სახლის ტიპებს, გაეცნონ სხვადასხვა ხალხთა არქიტექტურულ ტრადიციებს, შეგროვებული მასალის მიხედვით შექმნან ფოტოალბომი, სესაძლებელია დაამზადონ მაკეტები,კომპიუტერული მოდელები,მოაწყონ გამოფენა, პრეზენტაცია.
4. მონაწილეთა ასაკი/კლასები: 11-15 წელი, VI-X კლასები.
5. ვადები/ხანგრძლივობა:ნებისმიერი 2 თვე.
6. პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება სხვადასხვა ლიტერატურის ,ენციკლოპედიების, ინტერნეტის საშუალებით, ნახატების, სურათების მიხედვით ფოტოალბომის შექმნა, გამოფენის მოწყობა, პრეზენტაცია.
7. მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
ფოტოალბომი,ფოტოების და ნახატების გამოფენის მოწყობა,შეგროვებული მასალის მიხედვით ბლოგის შექმნა.
8. სარგებელი სხვებისათვის: გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული სახლების არქიტექტურას, გაეცნობიან კლიმატის გავლენას მშენებლობებზე, როგორ კლიმატს რა მასალა შეესაბამება სახლების ასაშენებლად, ტრადიციების, წეს –ჩვეულებების,კულტურის და ისტორიის გავლენა არქიტექტურულ სტილზე.
9. სამუშაო ენა: ქართული
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი.
გეოგრაფია: გაეცნობიან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს, მათ ბუნებას, კლიმატს.
ისტორია:მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეების ისტორიას,ტრადიციას,წეს-ჩვეულებებს,თუ რა გავლენა მოახდინა ამა თუ იმ ადგილის ისტორიამ იქ გავრცელებულ არქიტექტურულ სტილზე.
ხელოვნება: სხვადასხვა არქიტექტურული სტილის გაცნობა.
ისტ- ინტერნეტში მასალის მოძიება-დამუშავება, ვებ გალერეაში სუ
რათების ატვირთვა,პრეზენტაცია ,ბლოგის შექმნა.
უცხო ენები: სხვადასხვა ტიპის სახლების სახელი სხვადასხვა ენებზე.
ბიოლოგია: სხვადასხვა ჯიშის მცენარეების შესწავლა,რომელიც გამოიყენება მშენებლობაში.
11. მონაწილეები სხვადასხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი: ია სამხარაძე
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:  iasamxaradze@gmail.com
14.პროექტის ფორუმი: http://foro.iearn.org/webx?230@@.1eac5067
15. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: www.vinsadcxovrobs.blogspot.com